Centurion

სადისტრიბუციო კომპანია "ცენტურიონი" შეიქმნა 2005 წელს და სპეციალიზირებულია ფართო მოხმარების საქონლის მიწოდებასა და რეალიზაციაზე.
ის გამოეყო კომპანია "დიპლომატ ჰოლდინგს" მაშინ, როცა დამფუძნებლებმა გადაწყვიტეს გაეფართოებინათ დისტრიბუცია ყოველდღიური საჭიროების საგნებსა და საყოფაცხოვრებო ქიმიაზე.

პირველი და ძირითადი მომწოდებელი იყო რუსეთი, შემდეგ გამოჩნდა სხვა წყაროებიც, მწარმოებლები და ექსპორტიორები გერმანიიდან, პოლონეთიდან, უკრაინიდან, რომლებთანაც დღემდე ვთანამშრომლობთ.

ჩვენს განკარგულებაშია სასაწყობე ნაგებობა 1000 კვ.მ ფართობით, რომელიც განლაგებულია მსხვილ ლოგისტიკურ ცენტრში. აღჭურვილია როგორც სარკინიგზო, ასევე ავტოსატრანსპორტო მისადგომით.

ჩვენი კომპანია მუშაობს პრინციპით, წინასწარი შეკვეთები A, B, C კატეგორიის მაღაზიებსა და საბითუმო ბაზრებში. გვყავს საიმედო პარტნიორები ბათუმში, ქუთაისსა და ზუგდიდში.

ჩვენი ოფისი მუშაობს ორ ცვლაში. მეორე ცვლაში ოპერატორები ამუშავებენ პრისეილერების მიერ მოწოდებულ შეკვეთებს და ბეჭდავენ ზედნადებებსა და ფაქტურებს მეორე დღისთვის.



Trade-marks We Represent In Georgia